ამჟამად, საქართველოში, Azimut Yachts-ის პროდუქციის საწყისი ფასი 300-400 ათასი ევროა და ის იახტის ზომიდან გამომდინარე მზარდია.
როგორც “Azimut Yachts საქართველოს” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე Forbes-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, შესაძლოა იგივე ფასად, მეორადი იახტის შეძენაც, თუმცა ზომა ახალზე 2-3-ჯერ დიდი იქნება. გიორგი ჩიკვაიძის განმარტებითვე, მეორად იახტებს Azimut Yachts-ის მთავარი ოფისის მიერ ინსნპექტირება უნდა ჰქონდეს გავლილი.
Azimut Yachts-ის ქართულმა წარმომადგენლობამ 2019 წლის შემდგომ ქვეყანაში ჯამში 17 მცურავი საშუალება, მათ შორის იახტა და კატერი გაყიდა.
“საქართველოს ერთი პრივილეგია აქვს, რომ იახტები განბაჟების გადასახადისგან გათავისუფლებულია. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იახტების ფასი, განბაჟების გადასახადის გამო 18%-დან 30%-მდე უფრო მაღალია. ნებისმიერ ქვეყანაში საიახტო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა ეკონომიკური წინსვლისთვის.
კომპანია დღეს 10 მეტრიდან 35 მეტრამდე იახტას აწარმოებს.