ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტი ყველაზე ხელმისაწვდომი რუმინეთში, სლოვენიაში, შვედეთში, ესპანეთში, პოლონეთსა და ესტონეთშია.
შედარებით ხელმისაწვდომი ფასი (საშუალოდ 4.69 ევრო) 1 გბ ინტერნეტი ღირს შემდეგ ქვეყნებში - ნიდერლანდებში, გერმანიაში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, იტალიაში, ბულგარეთში, ფინეთსა და სლოვაკეთში.
შედარებით ძვირად ღირებული ჯგუფი (საშუალოდ 8.88 ევრო) 1 გბ ინტერნეტი ღირს შემდეგ ქვეყნებში - ბელგიაში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში და ხორვატიაში.
ძვირად ღირებული ჯგუფი (საშუალოდ 14.69 ევრო) 1გბ ინტერნეტი ღირს შემდეგ ქვეყნებში ლატვიაში, დანიაში, უნგრეთში, მალტაში, კვიპროსსა და ჩეხეთში.
1GB ინტერნეტის პაკეტის ფასები ევროკავშირში:
ხელმისაწვდომი ჯგუფი - 3.22 ევრო;
შედარებით ხელმისაწვდომი ჯგუფი - 4.69 ევრო;
შედარებით ძვირადღირებული ჯგუფი - 8.88 ევრო;
ძვირადღირებული ჯგუფი - 14.69 ევრო
აღნიშნულ სტატისტიკაში საუბარია უშუალოდ 1 გიგაბაიტი ინტერნეტის პაკეტის შეძენაზე და არა ისეთ პაკეტზე, რომელიც მრავალ გიგაბაიტს მოიცავს. შედარებისთვის 20 გიგაბაიტის და პლიუს 100 ზარის ფასი ყველაზე ხელმისაწვდომ ჯგუფში საშუალოდ 1 ევროა, ხოლო ყველაზე ძვირ ჯგუფში 45.95 ევრო.
