მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საქართველოში დასვენება?

BM.GE
17.05.22 12:49
435
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის აპრილში მარტთან შედარებით 2%-ით შემცირდა მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.7%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 6.5%-ით დავარდა.

წინა წლის აპრილთან შედარებით სასტუმროს ფასების ინდექსი 7.7%-ით არის გაზრდილი, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.5%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ით გაიზარდა.

2022 წლის აპრილში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 141 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი-231 ლარია. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 103 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 413 ლარი შეადგინა. თბილისსა და კახეთში, ამ ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 493 ლარი შეადგინა, გურიაში - 398, ხოლო აჭარაში - 390 ლარი.

როგორია სასტუმროების ფასები საქართველოში მიმდინარე პერიოდში და არის თუ არა ფასების ზრდა მოსალოდნელი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები