საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირი საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში საწვავზე არსებული ფასის მიმოხილვას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი ლიტრზე 0,04-0,06 ევროთი გაიზარდა.
"ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და ფინეთში გახლავთ. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი, დაახლოებით, 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
28 თებერვლის მდგომარეობით ,ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 2,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.31 ევროს, დიზელის საწვავი - 1,92 ევროს შეადგენს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,08 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,22 ევროს, დიზელის საწვავი კი - 1,92 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,95 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,04 ევროს, დიზელის საწვავი - 1,86 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,42 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,47 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,54 ევრო, დიზელის საწვავი - 0,50 ევროს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებს:
სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 0,92 ევროს, A-95 მარკის ბენზინი 0,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,04 ევროს , დიზელის საწვავი - 0,91 ევროს;
აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,52 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,00 ევროს; დიზელის საწვავი - 0,42 ევროს;
უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,02 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,05 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.10 ევროს, დიზელის საწვავი - 1,03 ევროს;
თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,07 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,11 ევროს, დიზელის საწვავი - 1,04 ევროს.
მოლდოვაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,18 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,19 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,26 ევროს, დიზელის საწვავი - 1,03 ევროს.
ბელარუსში - A-92 მარკის ბენზინი - 0,65 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,69 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,73 ევროს, დიზელის საწვავი - 0,69 ევროს.
საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 0,90 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,95 ევროს; დიზელის საწვავი - 0,91 ევროს", - ნათქვამია მიმოხილვაში.
საწვავის ფასები დეტალურად ( 28 თებერვლის მდგომარეობით):