მთავრობის ვალის შემცირება და ახალი პროექტების დაფინანსება - ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს. კორექტირებული ვერსია დეპუტატებმა ოქტომბრის პირველ სასესიო კვირაში უნდა დაამტკიცოს. 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ქვეყანა საგარეო ვალის გადახდას 51-ის ნაცვლად, 40 %-ით დაასრულებს. ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის შემცირება სახელმწიფო პრიორიტეტებში ნომერ პირველი საკითხია. ამავე დროს ჯანდაცვა, თავდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა - ეს სხვადასხვა უწყების იმ პროგრამების ჩამონათვალია, რომლის თანახარჯებსაც მთავრობა მიღებული შემოსავლის მიხედვით, რამდენიმე მილიონით გაზრდის.
სტუმარი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე;