საქართველოში სულ 1.3 მილიონზე მეტი ავტომობილი არის რეგისტრირებული, მათგან მხოლოდ 108,486-ს ანუ 7% აქვს სადაზღვევო პოლისი.
სადაზღვევო ბაზრის ანგარიშის თანახმად, ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. კომპანიებმა 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 85 მილიონი ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2021 წლის შედეგს 10 მილიონი ლარით აღემატება. თავად დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 10,000-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ავტომობილის სადაზღვევო პრემიის საშუალო ღირებულებას, ის თვეში საშუალოდ 126 ლარს შეადგენს.
მოზიდული პრემიების მიხედვით, ავტოდაზღვევის ბაზრის 28%-ის წილი ეკუთვნის "თიბისი დაზღვევას", 17% "ალდაგს", 14% "ჯიპიაი დაზღვევას", ხოლო 6% “პსპ დაზღვევას” უჭირავს.