მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი?

630a5503520c3
BM.GE
28.08.22 00:00
2146
იორდანიაში, მდინარე იორდანეს სანაპიროსთან 4,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე საქართველოს მთავრობა ქართული კულტურის ცენტრს აშენებს. ტერიტორიის საქართველოსთვის ოფიციალურად გადაცემის ცერემონია 2022 წლის 29 მაისს გაიმართა.

მიწის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იორდანიის პრინცმა ღაზიმ მიიღეს.

პროექტის ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით საჯაროდ არც თუ ისე ბევრი რამ არის ცნობილი. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ პროექტზე პირველი განკარგულება 2022 წლის 28 იანვარს გამოიცა და ის კულტურის ცენტრის მშენებლობისთვის 228,382 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

“იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებლად - 228,382 ლარი.”

თუმცა, უცნობია აღნიშნული თანხა პროექტის განხორციელების რა ნაწილს აფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები