მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კავშირი აქვს სასტუმრო „პარაგრაფს“ ურეკის მოსახლეობის წყალმომარაგებასთან? - განმარტება

5efef0d0cc0d8
ინგა მურუსიძე
03.07.20 13:00
1809
არანაირი კავშირი სასტუმრო პარაგრაფის წყალმომარაგებას ურეკის მოსახლეობის წყლის პრობლემასთან არ აქვს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მცდარი ინფორმაციაა, თითქოს მოსახლეობას წყალი შეუწყვიტეს.

მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ დაახლოებით 200 ადამიანს, 5 კორპუსის მცხოვრებს შეექმნა პრობლემა წყალთან დაკავშირებით.

„ამ ადამიანებს ჰქონდათ წუხილი, რომ არ ჰქონდათ წყალი. ამ ადამიანებს „ქართუ ფონდის“ საქმიანობის ფარგლებში რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ მოწყობილი ჭაბურღილი, რომლის ფარგლებშიც უფასოდ მარაგდებოდნენ წყლით. მათი წყალმომარაგება ასეთივე სახით გრძელდება. მათი წყალმომარაგება არანაირად არ არის დაკავშირებული ურეკის დანარჩენი მოსახლეობის წყალმომარაგებასთან. რაც შეეხება „პარაგრაფის“ წყალმომარაგებას, ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მარაგდებოდა მისივე ხარჯით მოწყობილი ჭაბურღილიდან. მხოლოდ ერთი თვეა რაც მიუერთდა გაერთიანებული წყალგაყვანილობის კომპანიას, რომელიც არანაირ კავშირში არ არის იმ 200 ადამიანთან, რომელიც ამაზე საუბრობს. რაც შეეხება ურეკის წყალმომარაგების პროექტს, ის 2019 წელს დასრულდა და პროექტის ფარგლებში 1500 ადამიანი იღებს 24-საათიან წყალს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, - განმარტა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები