მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის გურჯაანში, სტიქიის ზონაში?

648f1b42dacc3
BM.GE
18.06.23 18:30
487
მოცემული მდგომარეობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება, როგორც გურჯაანში, ასევე სოფლებში შეუფერხებლად არის შესაძლებელი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა დაწერა.

მისი ინფორმაციით, მოსახლეობას ელექტრო ენერგია შეფერხების გარეშე მიეწოდება, ხოლო ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდებაზე ჯერ-ჯერობით ისევ არის მცირე შეზღუდვები.

"დღეს დილიდან გურჯაანში, სტიქიის ზონაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს გავეცანი. ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს ასევე სტიქიის შედეგების დადგენისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია.

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, როგორც ჩვენს გურჯაანელებს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ასევე მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას კახეთში და მეზობელ მუნიციპალიტეტებს გამოხატული მხარდაჭერისთვის", - წერს იგი. 

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ნავთის ხევისა და ახტლის ხევის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, კომერციული ფართები. სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც დააზიანა. 

სტიქიის შედეგად ზარალი ჯერ-ჯერობით დათვლილი არ არის. როგორც BM.ge-სთვის გახდა ცნობილი შეიქმნება სტიქიის შემსწავლელი კომისია, რომელიც ზარალის დათვლას დაიწყებს. ამის შემდეგ გვეცოდინება საიდან მოხდება მიყენებული ზარალის ანაზღაურება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები