მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მდგომარეობაა რიკოთზე? - შსს განცხადებას ავრცელებს

6436de274b3b0
BM.GE
12.04.23 20:31
10049
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გატარება დაიწყეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახალი რეჟიმი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში დაშვებულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, გამართულ საავტომობილო მოძრაობას უზრუნველყოფენ და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობას არეგულირებენ", - – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები