მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის გაზის იმპორტი იგეგმება წელს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან?

61eea75685c50
დავით ჯალაღონია
24.01.22 20:00
1067
ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, წელს საქართველოში 2 მილიარდ 695 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარება იგეგმება.

აქედან, მოსახლეობისთვის 1 მლრდ 235.3 მლნ მ3 ბუნებრივი გაზია გათვალისწინებული, კომერციული სექტორისთვის - 924.8 მლნ მ3, თბოელექტროსადგურებისთვის კი - 535 მლნ მ3.

გაზის მიღების წყაროები კვლავ აზერბაიჯანი და რუსეთია. კერძოდ, აზერბაიჯანიდან, "შაჰ-დენიზის" პროექტის ფარგლებში, საქართველოში 1 მილიარდ 156 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტია დაგეგმილი, "სოკარიდან" კი - 1 მილიარდ 358 მილიონი.

რაც შეეხება რუსული გაზის წყაროს, ეს წელს 200 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2021 წელს საქართველოში 2 მლრდ 694.8 მლნ მ3 გაზის იმპორტი იყო პროგნოზირებული. "საქსტატის" მონაცემებით, გასულ წელს 2 მლრდ 575.8 მლნ მ3 გაზის იმპორტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები