მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოლოდინები აქვთ გასტროტურიზმის სექტორში?

BM.GE
02.05.23 09:50
140
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება გასტროტურიზმი. რესტორნების თუ მცირე ოდების მფლობელები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში გასტროტურიზმი ბოლო წლებში სულ უფრო სწრაფად ვითარდება და საქართველოს მიმართაც ტურისტების დაინტერესება დიდია. გასტროტურიზმით დაკავებული ბიზნესები ზაფხულის სეზონის დადგომას განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან ამ დროს ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. ამ სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მათ სექტორს განსაკუთრებით აზარალებს, რადგან უცხოელები საქართველოს საფრთხის შემცველ ქვეყნად აღიქვამენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები