მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოტივაციას აძლევს 30UNDER30 ახალგაზრდებს? - ვახტანგ ბუცხრიკიძის პასუხი

63a5c07ac11c1
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.22 00:25
610
პროექტ 30under30-ის პარტნიორი ბანკი „თიბისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე თვლის, რომ ეს პროექტი ახალგაზრდა თაობას ახალი საქმის წამოწყების მოტივაციას აძლევს. ამის შესახებ მან BMGtv-სთან ისაუბრა.

„ახალგაზრდებს აქვთ ამბიცია თავის მეგობრებს გაუზიარონ გამოცდილება თუ რას აკეთებენ, რა ტიპის პროექტები აქვთ და სხვებს გაუჩინონ ამბიცია, რომ მათ იგივე ან განსხვავებული პროექტების გაკეთება შეუძლიათ“, - ამბობს ბუცხრიკიძე.

რაც შეეხება ქვეყანას, „თიბისის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ 30 წლამდე ახალგაზრდები ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ და „თიბისისთვის“ მათი მხარდაჭერა ყოველთვის პრიორიტეტული იყო.

ცნობისთვის: უკვე მეხუთე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

Forbes-ის პროექტი 30-წლამდელთა სია 2022-ზე კი განაცხადების მიღება 22 დეკემბერს დაიწყო. შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს – გახდით გაბედული საზოგადოების წევრი, რომელიც ხვალინდელ დღეს ქმნის დღეს!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები