მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის გაზი მიიღო საქართველომ აზერბაიჯანიდან?

64a6a35379d84
მარიამ ვარადაშვილი
06.07.23 17:35
864

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთ თვეში საქართველოში 1.2 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი იქნა ესქსპორტირებული. ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 100 მლნ კუბური მეტრით შემცირებული მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოში 259 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა, წლიური ზრდა 20.5%-ს შეადგენს.

გასულ წელს ქვეყანამ ბუნებრივი აირის იმპორტში 438 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც 2021 წელთან შედარებით 36%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთისგან 77.4 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა, წლიური ზრდა 136%-ს შეადგენს.

რუსეთისგან განსხვავებით, მცირედით შემცირებულია აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის ღირებულება. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ თითქმის 182 მლნ დოლარის მოცულობის გაზი იყიდა, გასულ წელთან შედარებით ეს 0.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობითვე, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ ჯამში 20 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზი აწარმოა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან ყველაზე დიდი მოცულობის 11 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ქვეყანამ შაჰდენიზის საბადოდან მიიღო. რაც შეეხება ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე ჯამში 10.3 მილიარდი კუბური მეტრის გაზი იქნა გატანილი, რაც სამინისტროს ცნობით, თითქმის 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები