მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოთხოვნებით უერთდებიან ახალგაზრდა გიდები 17 სექტემბრის აქციას - განცხადება

5f5f7403b0768
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.20 18:00
1088
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია 17 სექტემბერს ტურიზმი სფეროს ორგანიზებულ საპროტესტო აქციას შეუერთდება. ამის შესახებ ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ტურიზმის გადარჩენის მოთხოვნებს აჟღერებს.

BM.GE საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ტურიზმის ინდუსტრია 8 თვეზე მეტია შემოსავლის და არსებობის წყაროს გარეშეა დარჩენილი.

გამომდინარე შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, სოლიდარობას ვუცხადებთ 17 სექტემბერს ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფის მიერ დაანონსებულ ღონისძიებას და ვუერთდებით მათ მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს:

• აღდგეს რეგულარული ფრენები ქვეყნებთან, რომლებიც შესული არიან მწვანე ზონის ქვეყანათა სიაში;
• დაბალბიუჯეტიანი ავიახაზებისთვის ფრენების უფლების მიცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან; 
• მოიხსნას საკარანტინო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის და ორკვირიანი კარანტინის მაგივრად ჩაუტარდეთ PCR ტესტები”, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები