მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ ქუთაისის აეროპორტში დასაქმებისთვის? - განმარტება

64bbd47e9e801
ალა ისპირიანი
22.07.23 17:35
1390
ძირითადი მოთხოვნაა ინგლისურის ცოდნა, დანარჩენ საჭირო უნარებს მსურველები ადგილზე შეისწავლიან - ამის შესახებ Bm.ge-ს აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს.

მათი ცნობით, სტაჟირება 3-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს და აპლიკანტებს სამუშაო გამოცდილება არ მოეთხოვებათ. 

„დარგობრივად კვალიფიციური კადრი რეგიონებში გამოწვევაა, მათ შორის, ჩვენთვისაც. ამიტომ დიდ ძალისხმევას მივმართავთ და მნიშვნელოვან რესურსს ვხარჯავთ როგორც არსებული პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ისე ახალი, მოტივირებული კადრების მოსაზიდად. ისინი რეგულარულად გადიან ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა აპრობირებულ პროგრამებს. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ აეროპორტში მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას.

აეროპორტების გაერთიანება იმერეთის რეგიონის მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო გამოცდილება მიიღონ და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ადგილზე დასაქმდნენ.

ამასთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის პერიოდულად აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას. ქუთაისის აეროპორტში სტაჟირება სხვადასხვა სამსახურებში 3-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს და რაც მთავარია, აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ სამუშაო გამოცდილება, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა, რადგან საერთაშორისო აეროპორტს წარმოვადგენთ, დანარჩენ საჭირო უნარებს კი სტაჟირების მსურველები ადგილზე შეისწავლიან", - გვითხრეს აეროპორტების გაერთიანებაში.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ამჟამად 1289 ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე კი მათ ასზე მეტი ადამიანი დაემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები