მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ოპერაციებისთვის გაზარდა “თიბისიმ” საკომისიო მოსაკრებლები? - განმარტება

თიბისი ბანკი
BM. GE
15.09.23 15:57
3

“თიბისი ბანკში” კონკრეტული მომსახურებებისთვის საკომისიო მოსაკრებელი გაიზარდა, წარმოგიდგენთ ბანკის განმარტებებს, მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით:

1. ოქტომბერ-ნოემბერიდან, ფიზიკური პირის მიერ თიბისის სალაროში ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო შეიცვლება და 0.6% გახდება. საუბარია მიმდინარე ანგარიშზე, ჩემი სეიფის ანგარიშზე და შემნახველ ანგარიშზე. რა გახდა საკომისიოს ცვლილების მიზეზი?

- საკომისიოს ცვლილების ინიციატივის ძირითადი მიზეზია ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების ხარჯის შემცირება.

2. დღეს ამ ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო რამდენი პროცენტია? 

მიმდინარე სტანდარტული ტარიფები შემდეგნაირია:
- ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშიდან  ლარის გატანის საკომისიო ცვლილებამდე შეადგენს 0.2%, ხოლო უცხოურ ვალუტაში 0.6%-ს
- ჩემი სეიფის ანგარიშიდან  ჩარიცხული / ნაღდი სახით შეტანილი თანხის გატანა გატანის საკომისიო  შეადგენს 0.20% ლარში, ხოლო უცხოურ ვალუტაში  0.25%-ს
- შემნახველი ანგარიშიდან  ნაღდი თანხის შეტანილი თანხის გატანა  ცვლილებამდე უფასოა.

3. ბანკომატიდან თანხის გატანის საკომისიო უცვლელი დარჩება?

ცვლილება არ ეხება ბანკომატიდან თანხის გატანას, ცვლილება მხოლოდ ფილიალის არხში განხორციელებულ ოპერაციებს ეხება

4. როგორც ცნობილია, საკომისიო ეხება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით ანგარიშიდან თანხის გატანას? კონკრეტულად რა გადარიცხვები იგულისხმება უნაღდო ანგარიშსწორებაში? 

საკომისიო ეხება,  როგორც ნაღდი ასევე უნაღდო გზით შეტანილი თანხის გატანას, რაც ნიშნავს იმას რომ ცვლილება შეეხება როგორც ანგარიშზე  მოხვედრილ ნაღდ ფულს, ასევე გადმორიცხულ, ჩარიცხულ თანხას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები