მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პერსპექტივა აქვს ქარის სადგურებს საქართველოში?

BM.GE
28.09.22 11:43
453
ბოლო წლებში საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობისადმი ინტერესი განსაკუთრებულად გაიზარდა. 

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი, 2022-2032 წლების გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის ენერგოსისტემაში დაახლოებით 500 მგვტ ქარის და 250 მგვტ მზის სადგურების ინტეგრაცია გახდება შესაძლებელი, არსებული პოტენციალის 100%-ით ათვისების შემთხვევაში კი პროგნოზირებულია, რომ 2030 წლისთვის ქსელში 1332 მგვტ ქარის და 520 მგვტ მზის სადგურების ინტეგრირების პოტენციალი არსებობს. 

ამავე ანგარიშს თუ დავეყრდნობით, ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4564 მგვტ-ია, აქედან ქარის სადგურების სიმძლავრე მხოლოდ 21 მგვტ-ს შეადგენს. 

მთავრობას ჯამში პერსპექტიული ქარის სადგურებისთვის ქვეყნის მასშტაბით 20 ლოკაცია აქვს შერჩეული, სადაც უახლესი 10 წლის პერსპექტივაში 739 მეგავატზე მეტი ჯამური სიმძლავრის პროექტები შეიძლება განხრორციელდეს. ამ პროექტების განხორციელება მათ შორის დამოკიდებულია იმაზეც, რა მხარდამჭერ მექანიზმებს შესთავაზებს კერძო სექტორს მთავრობა, რაც დაანონსებულია, რომ უახლოეს ერთ თვეში უნდა გახდეს ცნობილი. რა სჭირდება ქვეყანაში ქარის ელექტროსადგურების განვითარებას? 

სტუმარი: თორნიკე ბახტურიძე - "უსასრულო ენერგია"-ს დამფუძნებელი


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები