მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობებით გამოაცხადა მერიამ გარე რეკლამის განთავსებაზე აუქციონი - ვიცე-მერის განმარტება

60e6ce8318f33
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.21 14:17
904
თბილისის მერიამ 5 ივლისს გარე რეკლამის განთავსებაზე აუქციონი გამოაცხადა. როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განმარტა, აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია და ის აუქციონი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამების 15-წლიანი განთავსების უფლებას მოიცავს.

თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ გარე რეკლამის აუქციონის შეცვლილი პირობების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ პირობები არა მონოპოლიის ასარიდებლად და კონკურენციის გასაზრდელად, არამედ მუნიციპალიტეტისთვის ოპტიმალური სცენარით ჩასატარებლად შეიცვალა.

„აუქციონი 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შემდეგ გვექნება ვაჭრობა, ეს იქნება ერთიანი წინასწარი გადახდა, რომელსაც მუნიციპალიტეტი მიიღებს. აუქციონი ორ ლოტად გამოცხადდა და ლოტები სანაპიროების მიხედვითაა დაყოფილი.

ვერ დავეთანხმები, რომ გარე რეკლამების ბაზარზე მონოპოლია იყო. ჩვენი მიზანი არ ყოფილა ის, რომ წინა აუქციონისგან განსხვავებული ყოფილიყო. ჩვენი მიზანი იყო ოპტიმალური სცენარი, თუმცა განსხვავებული დეტალები არის. იმ შემთხვევაში თუ იყო ყოველწლიური გადახდა და შემოსავლიდან გარკვეული წილობრივი გადახდა, ეს მუნიციპალიტეტისთვის არაეფექტიანი იყო, ჩვენ რომ დავთვალოთ წინა აუქციონის შედეგად 10 წლის განმავლობაში რა მიიღო მუნიციპალიტეტმა და რას მიიღებს ახლა, გაცილებით მეტია მუნიციპალიტეტის შემოსავალი. ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებული იმაზე კომპანია რეკლამების გაყიდვის მიმართულებით რამდენად ეფექტიან მენეჯმენტს განახორციელებს. აუქციონის ერთი თვის თავზე მაქსიმალურ მისაღებ შემოსავალს მუნიციპალიტეტი ერთიანად მიიღებს“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები