მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობით დაუფინანსებს სახელმწიფო კოოპერატივებს შემნახავი მეურნეობის მოწყობას?

62385eb31c164
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 15:30
774
საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად კიდევ ერთი პროგრამა განხორციელდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამის პირობებით, სოფლის განვითარების სააგენტო შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შესანახად. 500 ტონა ტევადობის შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების მოცულობა მისი ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს და არაუმეტეს 450 000 ლარს შეადგენს.

„პროგრამით დადგენილი პირობით, პოტენციური ბენეფიციარის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, თითოეული მეპაიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არანაკლებ 0.1 ჰა-ს, ხოლო პოტენციური ბენეფიციარის ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი არანაკლებ 20 ჰექტარს უნდა შეადგენდეს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები