ქვევრის მწარმოებელი საწარმო “ქვევრულას” გენერალურმა დირექტორმა ილია გურულმა BMGtv-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ქვევრის წარმოების პოტენციალზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვევრზე მოთხოვნა დიდია და მალე მასიურ წარმოებაზე გადასვლა გახდება საჭირო.
„საუკეთესო ქვევრის მიღება გვინდა და მალე დავდებთ ამ შედეგს. მოთხოვნა დიდია. 2 წელია ვმუშაობთ რომ შეკვეთების მიღება შევძლოთ - ეს ხანგრძლივი პროცესია, რადგან თიხას დამუშავება სჭირდება, რომ სუფთა და ჯანმრთელი პროდუქტი იყოს.
ქვევრის ფორმის ამოყვანის შემდეგ გამოწვა ხდება და ეტაპობრივად ვახდენთ დატესტვას. შეკვეთის მიღებას კი სექტემბერ-ოქტომბერში შევძლებთ“, - განაცხადა მან.
რაც შეხება ქვევრზე მოთხოვნას, იგი ამბობს, რომ მსურველები როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ არიან:“ მსურველები საქართველოში დიდი რაოდენობით არიან და ასევე არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, იტალიიდან, ესპანეთიდან და შვედეთიდან“.
გამოწვევებზე საუბრისას მან თქვა, რომ პრობლემა ის არის, რომ ქვევრის სათანადო გამოწვა არ ხდება.