Bloomberg-ის მიხედვით, გასულ წელს კანიე უესტი ოფიციალურად ჩაეწერა მილიარდერთა სიაში, რადგან 43 წლის რეპერის ქონების ღირებულებამ 6.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
გამოცემის მიხედვით, კანიე უესტის ქონების დიდი ნაწილი ტანისამოსის ბიზნესის შემოსავლებიდან მოდის. აღსანიშნავია, რომ რეპერი წარმატებით თანამშრომლობს Adidas-თან, სადაც მას საკუთარი ბოტასების ხაზი Yeezy sneaker-ი გააჩნია. კანიე უესტი ასევე ტანისამოსების მწარმოებელ ცნობილ ბრენდთან Gap-თანაც თანამშრომლობს.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, UBS-ის ანგარიშზე დაყრდნობით, რეპერის ჯამური შემოსავალი თებერვლის თვეში, 3.2-4.7 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
კანიე უესტს დამატებითი აქტივები აქვს ასევე კიმ კარდაშიანის ტანოსამოსის წარმოების ხაზიდან. რეპერის შემოსავლები აღნიშნული ხაზიდან 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
Bloomberg-ის მიხედვით, რეპერის შემოსავლები თავისი პროფესიიდან 110 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ამასთან ის 122 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებსაც ფლობს.