მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეფორმები იგეგმება სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში?

BM.GE
14.09.22 11:51
299
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მნიშვნელოვან რეფორმებს აანონსებს. რეფორმების დიზაინი და სამოქმედო გეგმა ჯერ ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ის, რაც ვიცით არის ის, რომ სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სავალდებულო გახდება, ამასთან სამედიცინო პერსონალის ღირსეული ანაზღაურებისთვის, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ კლინიკებს მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მოეთხოვებათ. როგორც ცობილია, სამინისტრო ასევე მუშაობს შეიცვალოს კლინიკების დაფინანსების სისტემა და ე.წ DRG დაინერგოს. 

დაანონსებულია ცვლილებები ფარმაცევტულ სექტორშიც, კერძოდ, წამლის ფასის კიდევ უფრო შემცირების მიზნით, მომდევნო წლიდან, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება, რაც ფარმაცევტული პროდუქტის ღირებულებაზე ზედა ზღვრის დაწესებას გულისხმობს. რეფორმებზე მომუშავე ჯგუფმა სამუშაო პროცესი დაასრულა და სამინისტრო კერძო სექტორთან შეხვედრებს იწყებს. BM.GE-ს ინფორმაციით, ასეთი შეხვედრა გუშინ ჯანდაცვის ასოციაციის წევრებთან დღის ბოლოს შედგა. რა საკითხებზე იყო მსჯელობა და რა პოზიცია აქვს დაანონსებულ ცვლილებებზე სამედიცინო სექტორს? 

სტუმრები: მაია მახარაშვილი - ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
ნიკოლოზ ფრუიძე - “კონსილიუმ მედულას” დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები