მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკები ახლავს ენერგოეფექტიანობის კანონის იმპლემენტაციას?

BM.GE
10.11.22 14:03
221
2023 წლის 30 ივნისიდან საქართველოში კერძო და საჯარო სექტორისთვის შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი უნდა ამოქმედდეს, რომლის მიხედვითაც, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ყველა ახალმა შენობამ ენერგო ეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. კანონქვემდებარე აქტმა უნდა განსაზღვროს, როგორი უნდა იყოს შენობის სახურავი, კედლები და იატაკი. კანონის მოქმედება გავრცელდება უკვე არსებულ შენობებზე, რომელიც რეკონსტრუქციას საჭიროებს. 

კანონი ადგენს გამონაკლისებსაც და ის არ გავრცელდება მათზე, ვინც 50-ზე ნაკლები კვადრატული მეტრის შენობას ააშენებს ან რეკონსტრუქციას ჩაუტარებს. ასევე ლიბერალურია სამრეწველო საწარმოების მიმართ, პირველი კატეგორიის საწარმოებს ენერგო აუდიტის ჩატარების ვალდებულება მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ ექნებათ. 

ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა მშენებლობის ნებართვის გამცემ რგოლში პანდემიის გამო შესაბამისი კადრების მომზადება ვერ მოესწრო და ცვლილებების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა, თუმცა შესაბამისი კადრები ბაზარზე არც ამ დროისთვის არსებობენ.

მეტიც, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისს უწყებას ჯერ არ გამოუცია შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, რომელიც განათლების სამინისტროსთვის, ამ შემთხვევაში კი პროფესიული უნარების სააგენტოსთვის განსაზღვრავდა სასერთიფიკატო პროგრამის წესს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი განმარტავს, მარეგულირებლის მხრიდან წარდგენილი სტანდარტების შემდეგ, პროგრამის შექმნას დაახლოებით 2-3 თვიანი პერიოდი სჭირდება. საუკეთესო შემთხვევაში კი პროგრამაზე მუშაობა 2023 წლის დასაწყისში პროვაიდერების ჩართულობით დაიწყება.

თავის მხრივ კი კოლეჯებში ამბობენ, რომ ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, უშუალოდ მოკლევადიანი სწავლების კურსისთვის მინიმუმ 4-6თვიანი პერიოდია საჭირო, გრძელვადიანისთვის კი საშუალო ხანგრძლივობა 2 წელს ითვლის.

ამ რეალობაში როცა არ გვეყოლებიან ბაზარზე კადრები ვინც ერთი მხრივ ააშენებს და მეორე მხრივ შეამოწმებს შენობების ენერგო ეფექტიანობას ჩნდება კითხვა კიდევ ხომ არ გადავადდება კანონი, რაზეც ეკონომიკის სამინისტროში bmg-ის უთხრეს რომ გადადება აღარ იგეგმება. კადრების მომზადების მიზნით შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის მომზადება კი სავარაუდოდ 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

სტუმრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი - დეპუტატი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“;
გიორგი აბულაშვილი - ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი;
გია არაბიძე - ენერგეტიკოსი





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები