მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკები დაანახა პანდემიამ მთავრობას ხორბლის მარაგებთან დაკავშირებით?

5f9e49da47edb
თამთა ჯიჯავაძე
01.11.20 09:40
904
ეკონომიკურ საკითხებში გიორგი გახარიას მრჩევლის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, covid-19-ის პანდემიის პირველმა ტალღამ მთავრობას საქართველოს ხორბლით მომარაგების ლოგისტიკური ჯაჭვის არაეფექტიანობა დაანახა და ამ მიმართულებით მთავრობამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მუშაობა უკვე დაიწყო.

ამის შესახებ ლილუაშვილმა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა და სიტუაცია კონკრეტიკის გარეშე, ზოგადად აღწერა.

„დავინახეთ, რომ მაგალითად, ხორბლის მომარაგების ნაწილში ლოგისტიკური ჯაჭვის სტრუქტურა ქვეყნისთვის საკმარისად ეფექტიანი არაა და მარაგები ამ მასშტაბის გამოწვევების საპასუხოდ ადეკვატური არ იყო. შესაბამისად, დავიწყეთ მუშაობა ამ პრობლემის მოგვარებაზე. სახელმწიფო არასდროს ჩარეულა ხორბლის ბაზარზე - ის არ არის რეგულირებადი ბაზარი და შესაბამისად, თავად ბიზნესმა შექმნა, თუმცა დავინახეთ, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის ნაწილში ბიზნესის ბუნებრივი ინტერესი ასეთი ტიპის გამოწვევებისთვის შეუსაბამოდ მდგრადი აღმოჩნდა. არ ვამბობ რომ ეს სწორია ან არასწორი, უბრალოდ, მოცემულობაზე ვსაუბრობ, ამიტომ დავიწყეთ და გავაგრძელებთ მუშაობას ასეთ მიმართულებებზე”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, პანდემიამ შექმნა რისკი როგორც - ხორბლის, ისე ზეთის და კიდევ სხვა მაგარების მიმართულებით, ამიტომაც საჭირო გახდა მარაგების შექმნა და შემდეგ მისი მართვა. „ეს მარაგები კრიტიკულ ნაწილში დღემდე იმართება”, - გახარიას პრემიერის მრჩეველმა.

შეგახსენებთთ: მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის ზაფხულში 1,6 მილიონი გამოყო. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ 40 000 ტონა ხორბალი დაასუბსიდირა. მთავარი პირობის მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებდნენ ერთი ტომარა ფქვილი მაქსიმუმ 51 ლარად უნდა გაეყიდათ. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიებს ერთ ტონა ხორბალზე მაქსიმუმ 40 დოლარის მოცულობის სუბსიდია უნდა მიეღოთ, თუმცა მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, მაქსიმალური ფასი, რაც კომპანიებმა წარმოადგინეს 37 დოლარი იყო და ამ ნაწილში სუბსიდიის პროგრამის ბიუჯეტი ნაწილობრივ დაიზოგა. 

ცნობისთვის: საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე 100%-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 223 ათასი ტონა ხორბლის 100% რუსული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები