მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა როლი აქვს სოციალურ ქსელს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაშუქებაში?

621f657690ae1
მარიამ ადამია
03.03.22 10:15
546

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ამსახველი, მძიმე ფოტო  და ვიდეომასალა, რომელსაც ჩვენ, ყოველდღიურად სოციალური მედიისა და საინფორმაციო წყაროების საშუალებით ვუყურებთ, კიდევ უფრო დამძიმდება და ინტენსიური გახდება, თუკი რუსეთი ცეცხლს არ შეწყვეტს და გააგრძელებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, თუმცა მათ წინააღმდეგ მთელი მსოფლიო დგას, როგორც სანქციების ამოქმედებისა და პროტესტის გზით, ასევე ამ ბოროტებას მოსახლეობა დღეს ყველაზე მძლავრი იარაღით, სმარტფონებით ებრძვის. ასე რომ, დღეს თითოეული ადამიანი ჩართული ვართ ომში და ვუზიარებთ ერთმანეთს სოციალური ქსელების მეშვეობით, ყველაფერს, რაც უკრაინაში  ხდება - წერს CNN.

"ნიუ-იორკ ტაიმსის" სვეტში სათაურით: „აქ არასდროს ვყოფილვართ აქამდე“, თომას ფრიდმანი ამბობს, რომ  „ეს არის პირველი ომი, რომელსაც  TikTok-ზე აშუქებენ მსოფლიოს სუპერ-უფლებამოსილი პირები, რომლებიც შეიარაღებულნი არიან მხოლოდ სმარტფონებით, შესაბამისად, ომი დოკუმენტურად გადაიცემა მთელს მსოფლიოში, ყოველგვარი რედაქტირებისა და ფილტრაციის გარეშე”. ამ ხერხს მსოფლიო მოსახლეობა ათ წელზე მეტია, რაც  მიმართავს და მაგალითად, 2011 წელს, სირიასა და იემენში ბრძოლის დროს, მართალია, TikTok პლატფორმა არ გვქონდა, მაგრამ იმ სოციალურ მედიაპლატფორმებზე, რომელიც ამ დროისთვის იყო ხელმისაწვდომი, აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო ომი.  

დღეს პროცესებმა უმეტესწილად ტიკტოკზე გადაინაცვლა. პლატფორმაზე, რომელიც მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. შესაბამისად, უფრო მარტივია ერთი კონტინენტიდან, მეორეზე ხმის და მთავარი სათქმელის მიწვდენა. საინფორმაციო ომის გამძაფრება კი, უკავშირდება იმასაც, რომ წინა ომებისგან განსხვავებით, დღეს გაცილებით მეტ ქვეყანას აქვს წვდომა ინტერნეტთან, უფრო მეტს აქვს სმარტფონი და უფრო გამარტივებულია სამოქალაქო ჟურნალისტიკაც. 

ანუ თანამედროვე ტექნოლოგიებმა სამყაროში თამაშის წესები შეცვალეს და თუკი ადრე მსგავს ინფორმაციაზე წვდომა არ იყო შესაძლებელი, დღეს ცენზურის გარეშე, დაურედაქტირებელ მასალას ვეცნობით, რაც ერთი მხრივ, დემოკრატიულ პროცესებსაც აძლიერებს და მედია-ეკოსისტმასაც უკეთესობისკენ ცვლის, რადგან მათი მხრიდან შემცირებულია დეზინფორმაციის გავრცელება, ან/და ინფორმაციის იგნორირება. 

ხოლო იმისათვის, რომ ადამიანებს არაფერი გამორჩეთ, სულ უფრო აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელს და ხდებიან იმ გვერდების მიმდევრები, სადაც მათთვის დღეს საჭირო და აქტუალური ინფორმაცია ზიარდება, ასე მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყებამდე ტვიტერზე, @KyivIndependent-ს 20000 მიმდევარი ჰყავდა. დღეს კი მათი რაოდენობა 1,5 მილიონამდე გაიზარდა და კიდევ იმატებს. 

ასე რომ, დღეს საინფორმაციო ომში რაც მეტი ადამიანია ჩართული, მით მეტად რთულია ინფორმაციის დამალვა. ამას გარდა, უფრო უმარტივდებათ ადამიანებს სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვა, რაც სოციალური ქსელების დამსახურებაა, ხოლო TikTok წელს ამ ბრძოლაში პირველად და საკმაოდ ეფექტიანად ჩაერთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები