მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საფრთხე იქმნება რუსეთიდან ხორბლის იმპორტის კუთხით? - ლევან სილაგავას განმარტებები

5e1e02b3caa3b
BM.GE
14.01.20 22:17
1801
გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ახლა მოწმდება, და რომლის მიხედვითაც რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფიქრობს, რომ იანვრის ბოლოს აამოქმედოს მექანიზმი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე, - ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

„იქნება დაახლოებით კვოტირების მექანიზმი, ანუ მთლიანად საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნებისთვის არ იქნება შეზღუდვა. ჩვენთან მიმართებით კი იქნება გარკვეული კვოტირება. ეს კანონი როგორ კონფიგურაციას მიიღებს, ჯერ ცნობილი არ არის. რუსეთში, იმ წრეებში, რომელიც ხორბლის ექსპორტს ახორციელებს, მათ შორის რუსეთის ხორბლის ასოციაციაში, ამას უარყოფითად აფასებენ“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ხოლო კითხვაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კვოტირებას საქართველოსთვის, სილაგავამ განაცხადა: 

„ის რომ თავად ხორბალი არ გამოვა და გარკვეული დეფიციტი შეიქმნება რუსეთის მხრიდან და არა მსოფლიოს მხრიდან, ეს გარკვეულ დაღს დაასვამს ფასს რუსეთის მხრიდან, თუმცა, ამიტომაც არის კარგი დივერსიფიცირება, რომ მთლიანობაში იქნება ხორბლის რამდენიმე მიმართულებით შემოტანის საშუალებები“.

მისივე თქმით, რუსეთის ბაზარი, ისევე როგორც მთლიანად დსთ-ის ბაზრები, არაპროგნოზირებადია. ამასთან, მან ყაზახეთთან არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვმუშაობდით ყაზახეთთან. აგვისტოს დასაწყისში იყო მოლაპარაკებები. მიღებული იქნა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო ყაზახეთის მხარეს დაესუბრისდირებინა გზა, რომლითაც ხორბალი წამოვიდოდა.. ტრანსპორტირების ხარჯები... ეს არის საკმაოდ კარგი მექანიზმი, თუმცა, აგვისტოს თვეში ხორბალი უფრო რუსეთში მოდის, სექტემბერში მოდის უკვე ყაზახეთში, შესაბამისად არ გამართლდა მოლოდინები ყახაზეთში ხორბლის მოსავლის. ამიტომაც ჩვენ წამოვიღეთ ხორბალი, მაგრამ არა ის რაოდენობა, რომელიც სერიოზული იქნებოდა. არის შემოსული დაახლოებით 60 000 ტონა ყაზახური ხორბალი. გარკვეული დივერსიფიცირება აქ არის, თუმცა, არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდოდა. ფასი ჯერჯერობით სტაბილურია. ჩვენ ორი გამოწვევა გვაქვს მუდმივად: ეს არის ხორბლის ფასი მსოლფიო ბაზარზე.. იმპორტირებული.. და მეორე არის ლარის კურსი დოლართან მიმართებით“, - განაცხადა სილაგავამ.

ამას გარდა, როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ყველაზე კარგი გამოსავალი არის ჩვენი ადგილობრივი ხორბლის წარმოება: „თუ ჩვენ გვექნება ეს გარკვეული რაოდენობით და სერიოზული რაოდენობით, ჩვენ ვიქნებით უსაფრთხოდ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები