მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება უძრავი ქონების ბაზარს განვითარებისთვის?- m2 -ის პოზიცია

6485918f3a9b0
თათია ჩაფიჩაძე
11.06.23 17:20
1961
m2 -ის გენერალურ დირექტორის ნიკოლოზ მეძმარიაშვილის აზრით, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებითვის სტაბილურ გარემოსთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მომხმარებლის ქცევაა.

როგორც მან „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, გათვიცნობიერებული მომხმარებლი წევს სტანდარტებს და ხელს უწყობს ბაზრის ჯანსაღად განვითარებას.

„უძრავი ქონების ბაზარი რომ განვითარდეს სამი რამ არის საჭირო, ერთი რომ ჩვენი მომხმარებლები მეტად გაცნობიერდნენ პროდუქტში. ჩვენი 15 წლიანი ისტორიის განმავლობაში რომ შეადარო მომხმარებლის ქცევა და მოთხოვნა, მნიშვნელოვანი სხვაობაა იმას შორის, რაც იყო 10 წლის წინ და რაც არის დღეს, და ეს ჩვენ გვსიამოვნებს. მომხმარებლის მოთხოვნა და განათლება აწესებს მაღალ სტანდარტებს. სწორედ სტანდარტებია მეორე რაც სჭირდება ბაზარს განვითარებისთვის. ერთია მომხმარებელი და მეორე სტანდარტი იმასთან დაკავშირებით თუ როგორი ბინები უნდა შენდეს და როგორი მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს და მესამეა სტაბილური გარემო. ხანგრძლივად უნდა განვითარდეს ქვეყნა. მომხმარებელი, ბაზარი და მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლები უნდა უწყობდეს ხელს.“ - განაცხადა მეძმარიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები