მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეცვალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმა ბიზნესისთვის?

BM.GE
26.04.23 09:14
167
2022 წლის 1 ნოემბრიდან, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულებას სწორედ კონკურენციის სააგენტო უზრუნველყოფს. სააგენტომ 1ელი ნოემბრიდან განაცხადების მიღება და განხილვა დაიწყო. კანონის თანახმად, თითოეული მოვაჭრე, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეში ვალდებულია მომხმარებელს სრული ინსტრუქცია მიაწოდოს ქართულ ენაზე, სადაც პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დაბრუნების პირობები და სხვა დეტალები იქნება გაწერილი. ასევე, კანონის თანახმად ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულია გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. რა შედეგები აქვს ბიზნესს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის ძალაში შესვლიდან 5 თვის თავზე და რა რჩება ონლაინ მოვაჭრეებისთვის კანონთან დაკავშირებულ გამოწვევად?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები