მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები ჰქონდათ ქართულ პორტებს? - 2021 წლის ტვირთბრუნვა

62506dc59b95f
BM.GE
09.04.22 00:50
1328
15.7 მლნ ტონა ტვირთი და 401 249 TEU კონტეინერი - ამ შედეგით დაასრულეს 2021 წელი ქართულმა პორტებმა და საზღვაო ტერმინალებმა.

ტვირთბრუნვა შემცირებულია და დაახლოებით 2018 წლის მაჩვენებელს (15.1 მლნ ტონა) უტოლდება. 2020 წელთან შედარებით საზღვაო ნავსადგურებმა 1.2 მლნ ტონა ტვირთი დაკარგეს. პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით კი, კლება 1.5 მლნ ტონაა.

2021 წელს შემცირებულია გენერალური ტვირთები, თუმცა ზრდაა ნაყარ ტვირთებსა და ნავთობში.

ბათუმის, ფოთის, ყულევისა და სუფსის პორტების ტვირთბრუნვა შემდეგნაირია:
• გენერალური ტვირთი - 3.915 მლნ ტონა ( 2020 წელი - 4.846 მლნ ტონა)
• ნაყარი ტვირთი - 4.023 მლნ ტონა (2020 წელი - 2.962 მლნ ტონა)
• ნავთობი - 7.803 მლნ ტონა (2020 წელი - 7.683 მლნ ტონა
• კონტეინერები - 401 249 TEU ( 2020 წელი - 483 635 TEU)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები