მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში მოხდება ვაქცინის ჩანაცვლება მეორე დოზის მიღებისას? - კულუმბეგოვის განმარტება

6103cfff02158
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 14:16
717
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქციები ერთეულ შემთხვევაში განვითარდა, თუმცა იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს იმაზე თუ რა შემთხვევაში ჩანაცვლდება პირველი დოზის შემდეგ კონკრეტული ვაქცინა სხვა ვაქცინით.

ბიძინა კულუმბეგოვი დარგის სპეციალისტების მიერ ვაქცინის ჩანაცვლების მიდგომას განმარტავს: „საბედნიეროდ საქართველოში ადმინისტრირებულია თითქმის 400 000 დოზა ვაქცინა და ალერგიული რეაქციების ასეთი კასკადი, რომელსაც სჭირდება ვაქცინის ჩანაცვლება, ძალიან ცოტაა. ასეთი სულ 2-3 ადამიანია. თანამდევი მოვლენების რაოდენობა ძალიან მცირეა.

რაც შეეხება იმას, როგორ ვიღებთ ვაქცინის ჩანაცვლების გადაწყვეტილებას, ამას იხილავს კომიტეტი, რომელიც შედგება დარგობრივი სპეციალისტებისგან, თუ პირველი რეაქცია ხორციელდება ან რნმ, ან ვექტორულ, ან ინაქტივირებულ ვაქცინაზე, იგივე სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება, ალტერნატივა ყოველთვის სხვა ჯგუფის ვაქცინაა; მაგალითად თუ რეაქცია Pfizer-ზეა, შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა ან AstraZeneca, ხოლო თუ ინაქტივირებულ ვაქცინაზეა რეაქცია, შეგვიძლია შევთავაზოთ AstraZeneca ან Pfizer-ი“, - განმარტა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები