მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი? - ირაკლი გილაურის შეფასება

63e25fc72898d
BM.GE
07.02.23 22:30
706
რამდენად იყენებს საქართველო იმ პოტენციალს, რაც რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ქვეყნის მისამართით წამოვიდა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ? - ეს კითხვები გადაცემა „Forbes კვირის“ ფორმატში საინვესტიციო ჰოლდინგის აღმასრულებელ დირექტორთან გაჟღერდა.

ირაკლი გილაური აცხადებს, რომ გაზრდილი შესაძლებლობები ძირითადად ენერგომეტარებლებზე და ლოგისტიკაზე მოდის.

მისი თქმით, პროექტები, რომელიც მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდში გაჟღერდა, წარმოქმნილი შესაძლებლობების ერთგვარი პასუხია. მათ შორის ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტებს ასახელებს.

“შავი ზღვის კაბელი ძალიან კარგი იდეაა, იმ კუთხით რომ ენერგომატარებლები წავიღოთ და გავყიდოთ, ექსპორტი გავაკეთოთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან დავერთდეთ და ამ მიმართულებით ენერგო მატარებლები გავიტანოთ ევროპაში. იქ დეფიციტია და შესაბამისად, ეს დეფიციტი უნდა ამოვავსოთ. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია შუა კორიდორის გააქტიურება და რკინიგზაში ინვესტიციების განხორციელება, რომ გაიზარდოს გამტარუნარუანობა”,- აცხადებს “საქართველოს კაპიტალის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტისთვის, მსოფლიო ბანკისგან დამატებით 75 მლნ დოლარის სესხს იღებს. „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის შესახებ საკითხი 2023 წლის მთავრობის პირველ სხდომაზე მოიწონეს.

ინფორმაციისთვის, შავი ზღვის ელექტროკაბელმა ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად

საქართველოს ელექტროსისტემის დაკვეთით კვლევა მაისში დაიწყო და 18 თვეში უნდა დასრულდეს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები