მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სთავაზობს „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ბინის მფლობელებს და სტუმრებს? - სილქ ჰოსფითალითი

63ca8691317ae
ვიქტორია მღებრიშვილი
21.01.23 14:00
911
„სილქ დეველოპენტი“ საქართველოს ზღვისპირეთში საცხოვრებელი ბინების პირველ პროექტს მარტში დაასრულებს. ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალი კომპანია "სილქ დეველოპმენტის" ბიზნეს დეველოპმენტის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია პროექტის დასრულების შემდეგ მას მართვაში „სილქ ჰოსფითალითის“ გადასცემს, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ სასტუმრო და გასართობის ობიექტების მართავს.

„ამ პროექტთან მიმართებით ჩვენი საახალწლო აქცია იანვრის ბოლომდე გრძელდება - ბინის შეძენის შემთხვევაში 10% ფასდაკლებას და საჩუქრად ბოლო თაობის iPhone-ს ვთავაზობთ. ობიექტი თვენახევარში ჩაბარდება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა ბინა ზღვის ხედითაა და მესაკუთრეებს ყოველდღიურად მზის ჩასვლის ხედის ნახვა შეეძლებათ. ამასთან პროექტი უნიკალური ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს აშენდა და ეს ინვესტიცია ნამდვილად გამართლდება, რადგან ეს უნიკალური ადგილი და უნიკალური პროექტია“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

თავის მხრივ „სილქ ჰოსფითალითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იორდი ქიუითიმ „საქმიან დილაში“ აღნიშნა, რომ საცოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლები და უბრალოდ სტუმრები მათი კომპანიის მართვის ქვეშ მომსახურების საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებენ, რად მათ კომფორტს უზრუნველყოფს.

„მწვანე კონცხი ბოტანიკოს მართვაში ჩვენ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გამოცდილებას შემოვიტანთ. ადამიანები, რომლებიც ამ კომპლექსში ბინის შეძენას გეგმავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მიიღებენ თბილისისა თუ წინანდლის Radisson-ის მომსახურების გამოცდილებას მიიღებენ, რაც ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს და ფუფუნებით აღსავსეს გახდის. იქ მცხოვრები ადამიანების გარდა, ჩვენ „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ სტუმრების Check-inn-სა და Check-out-ს, ფართების დალაგებას უზრუნველვყოფთ, ამასთან სპა სერვისებისთვის ცალკე შენობაა, სადაც აუზია განთავსებული, ასევე კომპლექსში რესტორანი იმუშავებს. ბინის მფლობელებს როგორც სასტუმროს დამსვენებელს ისე მოემსახურებიან“, - განმარტა იორდი ქიუითიმ.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ბინის მესაკუთრეები საკუთარი უძრავი ქონების გაქირავებას მოინდომებენ, „სილქ ჰოსფითალითი“ ამ მომსახურებასაც უმაღლესი სტანდარტით შესთავაზებს.

„თუ თქვენ არ იყენებთ თავად ამ ბინას და მისი გაქირავება გსურთ, ეს ჰოსფითალითი სისტემის ნაწილი იქნება, რაც სადღეღამისო დაჯავშნის სერვისს გულისხმობს, რითაც ბინის მფლობელებისთვის შემოსავლის მაქსიმიზებას მოვახდენთ. ბაზარზე ანალოგიური სერვისების სხვა კომპანიებსაც აქვთ, თუმცა ჩვენი მომსახურება იმით გამოირჩევა, რომ 5-ვარსკვლავიანი გამოცდილება გვაქვს და ამ ყველაფერს საერთაშორისო გამოცდილებას ვუხამებთ, ეს არის Airbnb+++ გამოცდილება. ადამიანები, რომლებიც „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ ბინას შეიძენენ, ისინი „სილქ ჰოსფითალითის“ ნაწილი ხდებიან“, - აღნიშნა „სილქ ჰოსფითალითი“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

იორდი ქიუითიმ აღნიშნა, რომ „სილქ ჰოსფითალითი“ თებერვლიდან ინვესტორებისთვის ახალი ერთგულების პროგრამის „სილქ ლოიალთის“ დაწყებას გეგმავს.

ცნობისთვის: „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ საცხოვრებელი ბინების დეველოპმენტის მიმართულებით პირველი პროექტია, რომლის განხორციელება 2021 წელს დაიწყო. მმარადმწვანე სუბტროპიკულ მცენარეებში ჩაფლული კომპლექსი 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც სმარტ სისტემებით აღჭურვილი 81 ბინაა განთავსებული. თითოეული ბინიდან კი პანორამული ხედი შავ ზღვაზე, 180 გრადუსით იშლება. 1.5 ჰექტარზე გადანაწილებული სივრცე ბათუმიდან 9 კმ-ითაა დაშორებული და სრულფასოვანი განტვირთვისთვის ყველა ელემენტს აერთიანებს, როგორიცაა: სარელაქსაციო და სავარჯიშო სივრცეები, ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებადი საცურაო აუზი, ბარ-რესტორანი, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები და რაც მთავარია, ახლოს მდებარე სანაპირო და ბათუმის ბოტანიკური ბაღი. დამატებითი კომფორტისთვის კი „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ბინადრებს 24 საათიან დაცვას, ტექნიკურ დახმარებას და დასუფთავების სერვისს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები