2020 წელს "გაზპრომის" გაზი საქართველოს თითქმის 40 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა, 2019 წელს კი - 30 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება გაზის მოცულობებს, როგორც BM.GE-ს საქსტატში განუმარტეს, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
საქსტატისგან განსხვავებით, აღნიშნული ცნობები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) წლიურ ანგარიშებშია მოცემული, რომლის თანახმად, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში 204 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შემოვიდა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, წლის ბოლომდე საქართველოში რუსეთიდან 200 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტი იგეგმება, აზერბაიჯანიდან კი - 2 მილიარდ 519 მილიონი.