ახალი ინვესტორი ტექნიკასა და ტყიბულის შახტის ტექნიკური გამართვისთვის 10-მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს,- ამის შესახებ განცხადება ახალი ინვესტორის Steel International trade company-ის წარმომადგენელმა ალესანდრე ჩოჩიამ გააკეთა.
საქნახშირში ახალი ინვესტორის შესვლის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. კომპანია იღებს ვალდებულებას მეშახტეების სახელფასო დავალიანებებიც გადაიხადოს, რაც მილიონ 200- ათას ლარს შეადგენს.
“ჩვენ კოლექტივს შევხვდით, გავაცანით ჩვენი გეგმა. პირველ რიგში მიმდინარეობს იურიდიუოლი საკითხების მოგვარება ძველ მფლობელ კომპანიასთან. დაახლოებით 2 დღეში ეს პროცედურები დასრულდება. წარმატებით დასრულების შემდგომ ჩვენ მზად ვართ და რესურსი გაგვაჩნია, რომ დავფაროთ სახელფასო დავალიანება.
ინვესტიციის გეგმას წარვუდგენთ სახელმწიფოს, საინვესტიცოო პროგრამა რამდენიმე ეტაპს ითავლისწინებს. პირველი ეტაპი დაახლოებით 2 წელიწადში - 2 წელიწადსა და 8 თვეში უნდა განხორციელდეს. მიახლოებით 8-დან 10 მილიონამდე იქნება ჩადებული. დეტალური შესწავლის შემდეგ გადაწყდება თუ რა ტექნიკის განახლება იქნება საჭირო. ასევე ვაპირებთ კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის გაკეთებას, რომ მოხდეს არსებული თანამშრომლების გადამზადება, რადგან ახალი ტექნიკა ითვალისწინებს ახალ მიდგომებს”,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ახალ ინვესტორს მოპოვებითი სამუშაოების დაწყება ნოემბერში სურს.