მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტენდენციებია სადაზღვევო ბაზარზე?

მიმდინარე წლის 6 თვეში სადაზღვევო ინდუსტრია 34,3 მილიონი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო კომპანიებს 10 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდათ. წლიურად 86 მლნ-ით გაიზარდა მოზიდული პრემიის პორტფელიც. ჯამში 18 სადაზღვევო კომპანიას 591 მლნ ლარის პრემიის პორტფელი აქვს. ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელსაც „ჯიპიაიამ მოიზიდა“ (110 მლნ ლარი), მეორე ადგილზე - „თიბისია“ (90 მლნ ლარი), მესამეზე კი - „ალდაგი“ (84 მლნ ლარი). ხუთეულში შედიან ასევე იმედი ლ, არდი და უნისონი. ანაზღაურებული ზარალების მიხედვითაც პირველ ადგილზე ჯიპიაი ჰოლდინგია, წლის პირველ ნახევარში კომპანიამ 55 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა. ჯამურად ინდუსტრიის მიერ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან ანაზღაურებული ზარალების მოცულობა კი 227,6 მილიონ ლარს შეადგენს.

რამ განაპირობა სადაზღვევო სექტორის მაღალი მოგებიანობა და როგორ ვითარდება ეს ინდუსტრია ქვეყანაში?

სტუმარი: მიხეილ ჯაფარიძე - სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები