მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტერმინიც არ უნდა იქნეს გამოყენებული, შედეგი იგივე იქნება - დეგნანი სანქციებზე

6437c35014bb3
მარიამ ვარადაშვილი
13.04.23 13:00
711
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ რა სახელიც არ უნდა უწოდო, აშშ-ის სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სანქციებს, შედეგი უცვლელია და სანქცირებული პირები აშშ-ში შესვლას ვერ შეძლებენ. ასე გამოეხმაურა ელჩი მმართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ელჩმა უკან დაიხია და თქვა, რომ ეს არის არა სანქცია, "არამედ მოსანქციო რამ".

“რა ტერმინიც არ უნდა იქნეს გამოყენებული, შედეგი იგივე იქნება. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან, აშშ-ში შესვლას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება კითხვას ინფორმაციის გაზიარებაზე, ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ინფორმაციას დაეფუძნა, მათ შორის ზოგიერთი საჯაროდ ხელმისაწვდომია. თუ საქართველოს მთავარობას სურს დაიწყოს საკუთარი გამოძიება ბევრი ინფორმაციაა ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ცნობილი. მჯერა, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი და სანდო გამოძიება ამ შედეგებამდე მივა”,-აცხადებს კელი დეგნანი.

5 აპრილს აშშ-მა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დასანქცირების შესახებ განაცხადა. კერძოდ, სანქციები დაუწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს [ყოფილი მოსამართლე] მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები