მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება სახელმწიფოს ერთი საკარანტინე ნომერი?

5ec3dc831a16b
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.20 23:00
1772
სახელმწიფო საკარანტინე სივრცეებად მოწყობილ სასტუმრობს, დღე-ღამეში 1 ნომერში 59 ლარს უხდის - ამის შესახებ BM.GE-ის მიერ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან საკარანტინე სასტუმროების შესახებ გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამ ფასში შედის 3-ჯერადი კვება და სხვა მომსახურებები.

„მას შემდეგ რაც 2020 წლის 21 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის, ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერადი კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს.

აქვე განგიმარტავთ, რომ სასტუმროს ნომრის ღირებულება მოიცავს: ოთახის ღირებულებას, სამჯერად კვებას, პირადი ჰიგიენის ნივთებსა და დასუფთავების საშუალებებს, (უკონტაქტო მომსახურებიდან გამომდინარე), თერმომეტრს, ასევე, საკარანტინო სივრცეებში განთავსებული პირებისათვის ოთახებში მუდმივად უზრუნველყოფილია წყალი, ჩაი, ყავა, შაქარი.

საკარანტინო სივრცეები სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით განსაზღვრულ პირობებთან და საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობით დარეგულირებულ ნორმებთან“, - განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, სასტუმროებისთვის საკარანტინე ზონების პროექტი 2020 წლის 10 მარტიდან ხორციელდება და მასში ამ ეტაპისათვის საკარანტინო სივრცედ გამოყენებულია 85 სასტუმრო, ჯამში 6,500-ზე მეტი ნომერი. 24 შეადგენს მცირე ზომის სასტუმროს (5-დან 40 ნომრამდე), 43 საშუალო ზომის (41-დან 100 ნომრის ჩათვლით), ხოლო 18 დიდ სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ).

აღსანიშნავია, რომ 85 სასტუმროდან 5-ის მფლობელებმა სასტუმრო სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს, რაც ჯამში 671 ნორმეს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები