მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაკეთდეს ცხვრის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით? - სააგენტოს განმარტება

62ffc079114c2
BM.GE
19.08.22 21:45
1217
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა დაავადებაზე ვაქცინაცია, პარაზიტებზე დამუშავება და იდენტიფიკაცია საქართველოს ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას განაპირობებს, რაც ექსპორტის ხელშეწყობის უმთავრესი წინაპირობაა.

ცხვრის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს ვეტერინარები თელავისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მეცხვარე ფერმერებს შეხვდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შეხვედრისას ყურადღება ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე გამახვილდა.

"აღინიშნა, რომ სხვადასხვა დაავადებაზე ვაქცინაცია, პარაზიტებზე დამუშავება და იდენტიფიკაცია განაპირობებს საქართველოს ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას, რაც ექსპორტის ხელშეწყობის უმთავრესი წინაპირობაა.

საუბარი შეეხო ცხოველთა სადგომებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგებასა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მნიშვნელობას. ცხოველთა, მათ შორის ცხვრის, ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეცხვარე ფერმერებთან და მეცხვარეთა ასოციაციასთან.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად ტარდება წვრილფეხა პირუტყვის (ცხვარი, თხა) უფასო ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებაზე. მიმდინარე წელს, დღეის მონაცემებით, ვაქცინირებულია: თურქულის საწინააღმდეგოდ - 618 681 სული; ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ - 53 831 სული; წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგოდ - 267 933 სული ცხვარი/თხა (ვაქცინაცია გრძელდება ზაფხულის საძოვრებზეც); ჯილეხის საწინააღმდეგოდ - 483 783 სული წვრილფეხა პირუტყვი. საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვამდე, გარეგან პარაზიტებზე დამუშავდა 481 255 სული წვრილფეხა პირუტყვი; სილ 283 759 სული ცხვარი და თხაა იდენტიფიცირებული", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები