მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობები აქვს Garden Hills-ის საცხოვრებელ კომპლექსს?

649ec7a7b2161
სალომე ხიდურელი
30.06.23 16:22
929
კომპანია „ალფა ფროფერთი“ ძველ თბილისში 30 000 კვ.მ. მიწის ფართობზე 8 საცხოვრებელი კომპლექსისა და 1 სასტუმროსაგან შემდგარ პროექტ Garden Hills-ს ახორციელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მშენებლობის პირველი ეტაპი 2023 წლის დეკემბერში დასრულდება და 4 ბლოკს მოიცავს, რომელთა კარკასული სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. რაც შეეხება მშენებლობის მეორე ეტაპს, დარჩენილი 4 კომპლექსის დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება.

Garden Hills-ის უპირატესობებზე გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში ანა მდინარაძე, პროექტის მენეჯერი საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი პრივილეგია აქ მოწყობილი რეკრეაციული ზონებია.

„როდესაც კომპლექსი პროექტდებოდა, ჩვენმა კომპანიამ იზრუნა, რომ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ცხოვრების პირობები უზრუნველეყო. Garden Hills-ის ერთ-ერთი მთავარი პრივილეგია გამწვანებაა. 30 000 კვ.მ.-დან 7 000 მ. სწორედ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, სადაც მომხმარებელს 4 სეზონზე გათვლილ მარადმწვანე მცენარეებს ვთავაზობთ.

ასევე, კიდევ ერთი უმთავრესი კომფორტი ჩვენი პროექტისა, დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაა. თითოეული ბლოკი არის 5 სართულიანი, შესაბამისად, აპარტამენტები საკმაოდ დიდი ზომისაა. ეს ყველაფერი განაპირობებს, რომ თვითონ სადარბაზოში ცოტა ბინაა, რაც ძალიან კომფორტულია“, - ამბობს ანა მდინარაძე.

პროექტის კიდევ ერთი უპირატესობა, რომელზეც Garden Hills-ის წარმომადგენელი BMGTV-ს ეთერში საუბრობს, აპარტამენტების ტერასული მოწყობა და პანორამული ხედებია.

„თითქმის ყველა აპარტამენტი ტერასული ტიპის გვაქვს, რაც მაცხოვრებელს ქალაქზე საუკეთესო ხედებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს.

კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ამისთვის გვაქვს ტერიტორიაზე 2 სპორტული და 1 საბავშვო მოედანი და ველობილიკები. ასევე, ტერიტორიაზე არის უკვე მოქმედი საბავშვო ბაღი, რაც მშობლებისთვისაა კომფორტი“, - ამბობს ანა მდინარაძე.

როგორც Garden Hills-ის გაყიდვების მენეჯერი სალომე მდინარაძე განმარტავს, პროექტი მაცხოვრებელს მწვანე კარკასით ბარდება, მშენებლობის დროს კი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებია გამოყენებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, უკვე გაყიდული ბინების მაჩვენებლიდანაც ჩანს, რომ პროექტი ნებისმიერი ტიპის სეგმენტზეა გათვლილი, მათ შორის ოჯახებისა და წყვილებისთვის, ტერიტორია კი საინვესტიციო მიმზიდველობით გამოირჩევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები