მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობები/რისკები ახლავს DRG მოდელის დანერგვას? - Galt & Taggart-ის მიმოხილვა

645254603b6f2
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.23 16:58
587
საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა საქართველოში ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნა მზარდია, რაც ასაკთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელებითა და გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით არის გამოწვეული, ეს კი თავის მხრივ სახელმწიფოს სახელმწიფოს დაფინანსების ზრდით აიხსნება.

მიმოხილვაში ისიცაა ნათქვამი, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება 2014-2022 წლებში თითქმის გასამმაგდა და 2 მლრდ ლარს მიაღწია.

ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში 2023 წლის იანვრიდან საყოველთაო დაფინანსების ახალი მოდელი-დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები (DRG) შემოღების შესახებაც არის საუბარი.

მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, DRG მოდელი ანაზღაურებას პაციენტის დიაგნოზისა და თანმდევი ფაქტორების (მაგ.ასაკი,სქესი,ჯანმრთელობის გართულებები და ა.შ.) გათვალისწინებით განსაზღვრავს.

ავტორები თვლიან, რომ ახალი მოდელი, ჯანდაცვის სისტემის ხარჯთეფექტიანობას სავარაუდოდ, გააუმჯობესებს.

„მოსალოდნელია, რომ DRG მოდელი გაზრდის სექტორის ეფექტიანობასა და მდგრადობას, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას, შექმნის კლინიკებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, დაეხმარება კონსოლიდაციას და შეამცირებს ბაზრის ფრაგმენტულობას“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, ამ მოდელის უპირატესობებს შორის დასახელებულია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სექტორში მოგებიანობის მოსალოდნელი ზრდა, რაც მთავრობის მხრიდან დაფინანსების ზრდითა და სექტორის კონსოლიდაციის ხარჯზეა შესაძლებელი.

პრიორიტეტების ნაწილშია დინამიური ტარიფები, რომლებიც რეალურ დროში გაზრდილ/შემცირებულ ფასებს მიჰყვებიან, თუმცა ეს ფარმაცევტულ ბაზარს არ შეეხება.

თუმცა მიმოხილვაში ახალი მოდელის ამოქმედებით შესაძლო რისკებზეცაა საუბარი, კონკრეტულად კი:

„DRG მოდელს თან ახლავს რისკები. ხარისხის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაში, თუ ხარჯების შემცირების მოტივაცია მაღალი იქნება, DRG-მ შესაძლოა შეამციროს პაციენტზე ზრუნვის ხარისხი. გარდა ამისა, მოდელმა შეიძლება შეანელოს ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და შექმნას გარკვეული სერვისების დეფიციტი“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

ამასთან, პაციენტზე ზრუნვის ხარისხის შემცირება არ შეეხება პირველად ჯანდაცვას, გარკვეული სერვისების დეფიციტის რისკი კი ფარმაცევტულ ბაზარს არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები