მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უთხრა კონგრესმენმა ნუნიესმა ზალკალიანს - მინისტრი წერილების ავტორებს ხვდება

5e3a5dee2e3f4
ინგა მურუსიძე
05.02.20 10:25
1075

რესპუბლიკელი კონგრესმენის დევინ ნუნესის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შეერთებული შტატები დაინტერესებულია, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პარალელურად. ამის შესახებ კონგრესმენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, ტრამპის ადმინისტრაცია და რესპუბლიკელები კონგრესში ვცდილობთ და გვსურს, რომ ნატო იყოს უფრო გაძლიერებული და უზრუნველყოფილი, რათა შეძლოს ისეთი ქვეყნების დახმარება, როგორიც საქართველოა. საქართელო დიდ ძალისხმევას სწევს ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, ურთიერთობის გაძლიერების და თქვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფონზე“, - განაცხადა კონგრესმენმა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებები და სამომავლო გეგმები, აღინიშნა აშშ-ის მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე. საუბარი შეეხო ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები