ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა ახალი ალგორითმი, რომლითაც COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სქემაში მონაწილე ლაბორატორიებს ვალდებულებები დაეკისრათ.
კერძოდ, მათი ვალდებულებაა ტესტირება ჩაატარონ არსებული ალგორითმის მიხედვით;
დაუყოვნებლივ აცნობონ რეფერენს ლაბორატორიას დადებითი ან საეჭვო შემთხვევების შესახებ და განახორციელონ ნიმუშის (პირველადი ან გამოყოფილი RNA) რეფერალი შემდგომი კონფირმაციისათვის საჭიროების შემთხვევაში;
ამასთან, 24 საათის განმავლობაში გადააგზავნონ დკსჯეც-ში ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაცია ბენეფიციარების პირადი ინფორმაციის მითითებით, რაზეც პაციენტის მხრიდან უნდა ჰქონდეთ ინფორმირებული თანხმობა;
უნდა აწარმოონ ყველა ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის რეგისტრაცია და დოკუმენტირებული შედეგი ატვირთვა საერთო ელექტრონულ ბაზაში.