მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვითარებაა შოვში? - ონის მერი

სტიქია რაჭაში

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დღეს დამატებითი ტექნიკა შევა. მისივე ინფორმაციით, დღის ბოლოს უკვე სტიქიის ტერიტორიაზე 60 ერთეული ტექნიკა იმუშავებს. 

რაც შეეხება მოქალაქეების მოთხოვნას, რომ მოხალისეებად იმუშაონ, მერი ამბობს, რომ ეს ვერ მოხდება, რადგან ადამიანების მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ძალიან დიდი ტალახის მასაა ჩამოშლილი.

“სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის სტიქიის ლოკაციაზე დამონტაჟებულია გადასასვლელი ხიდი. ამასთანავე, დღის პირველ ნახევარში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული. დღის ბოლოსთვის 60 ერთეული ტექნიკა იმუშავებს და ამას კიდევ დაემატება. პირველ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს იქ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მოქალაქეები ყოფილიყვნენ და შემდეგ მიმდინარეობს სამუშაოების გაშლა. 17 ადამიანია გადასვენებული პროზექტურაში და მიმდინარეობს ამოცნობის სამუშაოები. ამოცნობილია 12 მოქალაქე და 5-ის ამოცნობის პროცედურები ხორციელდება”, - განაცხადა ონის მერმა.

სერგი ხიდეშელის ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალები. 

ადგილზე დღეს დილით ჩავიდა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად ტერიტორია დაათვალიერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები