
რაც შეეხება იმპორტის სტატისტიკას, წლის პირველ ხუთ თვეში ჩინეთიდან საქართველოში სულ 274 მლნ 735 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 348 მლნ 355 ათასი დოლარი იყო. წელს, იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს შორის ბრტყელი ნაგლინი და რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები ლიდერობენ.
