მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წესების დაცვით მოუწევთ სკოლის ბუფეტებს მუშაობა

5f37b5c391973
თათია ჩაფიჩაძე
15.08.20 14:09
1741
2020-2021 სასწავლო წელი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 2084 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული რეკომენდაციების დაცვით განახლდება.

რეკომენდაციები ეხება სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირებასაც, რომლის მიხედვითაც ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება დაუშვებელია თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა. ასევე, იმ შემთხვევაში თუ ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართული მუშაობის რეჟიმი არ იქნება უზრუნველყოფილი.

რეკომენდაციების თანახმად, ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები.

შემუშავებულ პროტოკოლში წერია, რომ საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები