მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წილი აქვთ რუსეთის მოქალაქეებს თბილისსა და ბათუმში ბინების გაყიდვებში?

63f4b169df04f
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.23 16:07
2570
2022 წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთის ფედერაციის ათიათასობით მიგრანტი ჩამოვიდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გასულ წელს გაოთხმაგდა.

თუკი 2022 წლის იანვარში რუსეთის მოქალაქეებზე თბილისში დადებული ნასყიდობების 0.9% მოდიოდა, 2022 წლის ნოემბერში ამ მაჩვენებელმა 4.4%-ს მიაღწია.

გაცილებით უფრო დიდი წილი აქვთ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე. 2022 წლის იანვარში ტრანზაქციებში მათი წილი 5% იყო, მაშინ როდესაც ნოემბერში ეს მაჩვენებელი 17.6%-მდე გაიზარდა.

ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეთა შორის ქართული წარმოშობის პირების რაოდენობაც შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით, “შვილი” და “ძე”-ზე დაბოლოებული გვარების წილი რუსეთის მოქალაქეთა მიერ განხორციელებულ ბინების ნასყიდობებში თბილისში 13.4%, ბათუმში კი 5.2%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები