რაც უფრო მეტს იშრომებს თითოეული მოქალაქე და ბიზნესმენი, მით უკეთესი იქნება ეკონომიკური წინსვლა, - ამის შესახებ „ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეკონომიკური ზრდა, რაც ახლა გვაქვს, არის თუ არა მოკლევადიანი ეფექტი შემოსული მიგრანტების ფონზე, პაატა კურტანიძე პასუხობს: „მე პირადად არ ვთვლი, რომ ეკონომიკური ზრდა არის დროებითი. პირიქით, უკეთესი შედეგები იქნება. ზოგადად, რაც მეტს შრომობს ადამიანი გააზრებულად, მით მეტია შედეგი და რაც უფრო მეტს იშრომებს თოთოეული მოქალაქე და თითოეული ბიზნესმენი, მით უფრო უკეთესი იქნება ეკონომიკური წინსვლა.
ჩვენი დადებითი მოლოდინი მხოლოდ მიგრანტებს არ გულისხმობს, გულისხმობს ზოგადად თითოეული მოქალაქის შრომისუნარიანობის გაზრდას და სპეციალობების კიდევ უფრო უკეთესად შესწავლას და უფრო მეტი ანაზღაურების მიღებას თითოეული მოქალაქის მიერ“.
ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნეს-ასოციაციის წევრებს ხვდება.