მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში, ონისკენ მიმავალ გზაზე, კლდის მასა ჩამოიშალა

გზა
BM. GE
11.09.23 15:14
12

რაჭაში, ონისკენ მიმავალ გზაზე, კლდის მასა ჩამოიშალა. როგორც bm.ge-ის ონის მერმა, სერგო ხიდეშელმა განუცხადა, ამ დროისთვის გზა ჩაკეტილია და გზაზე მხოლოდ სასწრაფო დახმარების ავტომობილების გატარების შესაძლებლობაა.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე მიწის მასა ორი კვირის წინაც ჩამოიშალა.

„ონის მუნიციპალიტეტში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური საავტომობილო გზის 107-ე კილომეტრზე, სადაც საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს სამუშაოები. საუბარია ზუდალი-სევის სახიდე გადასასვლელზე. ამ მონაკვეთში ჩამოიშალა კლდის მასა და ამ ეტაპზე საავტომობილო მუშაობა შეწყვეტილია. ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები. ორი კვირის წინ დაახლოებით მანდ ჩამოწვა მიწა“, - განაცხადა ხიდეშელმა. 

ფოტო - ნოდარ ბურდილაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები