მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულმა" მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ საქორწილო გამოფენა-შოუს და კონგრესს "Planner Xtraordinaire"-ს უმასპინძლა

5db2cb92ebc09
BM.GE
25.10.19 13:00
2630
სასტუმრო “რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულმა“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ საქორწილო გამოფენა-შოუს და კონგრესს “Planner Xtraordinaire”-ს უმასპინძლა.

ყოველწლიური საერთაშორისო საქორწილო გამოფენა-შოუს რიგით მესამე ღონისძიება წელს კახეთში 22 –24 ოქტომბერს ჩატარდა. გასულ წელს ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა იტალიაში. წელს მსოფლიოს სხვადასხვა პრემიუმ კლასის სასტუმროებს შორის ღონისძიების ჩასატარებლად სწორედ „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ კონკურსში გამარჯვების შემდეგ შეირჩა. მთავარი მიზეზი კი, სასტუმროს გამორჩეული ადგილმდებარეობა, მისი ისტორია, დახვეწილი დიზაინი, არქიტექტურა და ღონისძიებების სივრცეების მრავალფეროვანი არჩევანი იქცა.

საქართველოს სპეციალურად გამოფენა-შოუზე „ფლენერს ექსთრაორდინერ“ დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად 40 ქვეყნიდან, 200-ზე მეტი სტუმარი ეწვია. მათ შორის იყვნენ სახელგანთქმული პროფესიონალი ღონისძიებების ორგანიზატორები, საქორწილო დიზაინერები, საერთაშორისო და ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლები, დეკორატორები, ცნობილი კონდიტერები, კრეატიული ვიზუალის არტისტები, საქორწილო სამოსის დიზაინერები და ასევე ამ სფეროს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და სპიკერები.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ლექციები, საქმიანი შეხვედრები და გრანდიოზული შოუ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ, წინანდალის მამულის“ ამფითეატრში.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩვენს ქვეყანას, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები და შოუს ადგილობრივი მონაწილეებისთვის გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, საქორწინო ბიზნესის ტრენდები, სიახლეები და მსოფლიო ბაზარზე არსებული მოთხოვნები.

ასეთი მასშტაბის პრესტიჟული საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა მსოფლიო რუკაზე საქართველოს, და განსაკუთრებით, კახეთის რეგიონის პოპულარიზაციას და ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები